მე მეჩვენება, რომ ის მზად არის, შეასრულოს ეს ბრძანებაც. არ ისაუბრა უნივერსიტეტის ავტონომიაზე, არც აკადემიურ თავისუფლებაზე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტს, რომელსაც არ აქვს ავტონომია და პარტია პირდაპირ განაგებს და წყვეტს, შეუერთოს თუ არა სხვა უნივერსიტეტს, მას, რა თქმა უნდა, არ ექნება არანაირი ევროპული ფასეულობა და ვერ განვითარდება დამოუკიდებლად.

"არ ისაუბრა უნივერსიტეტის ავტონომიაზე, არც აკადემიურ თავისუფლებაზე. დაუსვა ჩემმა კოლეგამ შეკითხვა და ამას თავს არიდებს. ბოლონიის პროცესზე ისე საუბრობს, რომ სულ არ იცის, მაგალითად, ის, რომ უნივერსიტეტს, რომელსაც არ აქვს ავტონომია და პარტია პირდაპირ განაგებს და წყვეტს, შეუერთოს თუ არა სხვა უნივერსიტეტს, მას, რა თქმა უნდა, არ ექნება არანაირი ევროპული ფასეულობა და ვერ განვითარდება დამოუკიდებლად.

არ უთქვამს ჯაბა სამუშიას ცალსახად თავისი დამოკიდებულება, თუმცა ყველა იმ კომენტარში, რასაც აკეთებდა, მე მეჩვენება, რომ ის მზად არის, შეასრულოს ეს ბრძანებაც", - განაცხადა  ქეთევან ხუსკივაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე იმსჯელეს. პარალელურად კი, თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტები, რომლებიც თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივას აპროტესტებენ, აქციას მართავენ.