ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ანა წითლიძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოს მერმა, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დროს ათეულობით მილიონი ლარი მოჰპარა.

წითლიძე მოუწოდებს “ოცნების“ დამფუძნებელს, უბრალოდ ჩავიდეს წყალტუბოში და მოიკითხეს, რამდენი თანხა აქვთ მოპარული ჭაობის დაშრობისთვის.

"ივანიშვილმა ჩვენ როგორ უნდა დაგვიცვას და აგვარიდოს ომი, როდესაც საკუთარი ფული ვერ მოუმწყემსავს. ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს რომ აშენებდა, მშენებლობიდან წყალტუბოს მერმა, ვინმე ბალანჩივაძემ და იმ ადამიანებმა, ვინც მაგ ყველაფერში ჰყავდა, ვითომ იქ ჭაობის დაშრობისთვის რამდენი ფული მოჰპარეს, უბრალოდ მივიდეს და იკითხოს. ეს თანხა ცოტა არა არის, ათეულობით მილიონზეა საუბარი. თვითონაც იცის, ვისაც ჩააბარა ეგ პროექტი, მათ შორის ერთ-ერთს ვასახელებ. ახლა ძალიან შეშინებულია ეს წყალტუბოს მერი, ამ დაჭერების ფონზე, მაგრამ... წყალტუბოს ბაზარში რიგითი ადამიანები მიყვებოდნენ, რომ მერიაში თუ გინდა ცნობის აღება, სოფლის რწმუნებულის სახელზე, კონკრეტული ადამიანები არსებობს, „ოცნების“ აქტივისტები, რომლებსაც დაწესებული აქვთ “სტავკა“, 200-300 ლარი. მე შემიძლია წაგიყვანოთ კახეთში, სამეგრელოში, ან წყალტუბოში და სოციალურ სტატუსს მოგცემენ. ანუ სადამდე ჩაიყვანეს კორუფცია, ხვდებით ხო?" - განაცხადა წითლიძემ გადაცემა “რეაქციაში“.