ქუთაისში უბედურ შემთხვევას 33 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ის მე-5 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა.

ადგილობრივების ცნობით, ის აივნის მოაჯირს იყო მიყრდნობილი, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადავარდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.