კახა კალაძე მედიასთან  ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტულია და ყველა დანაშაულს შესაბამისი რეგირება მოყვება.

"ჩვენი დამოკიდებულება იცით - კორუფციასთან ბრძოლა  პრიორიტეტულია მიმართულებაა, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. არავის ეპატიება დანაშაული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ყველა დანაშაულს შესაბამისი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტული მედიასაშუალების კითხვას, აქვს თუ არა საგამოძიებო უწყებებს უშუალოდ თბილისის მერთან და მის გარემოცვასთან კითხვები, კახა კალაძე პასუხობს, რომ წლების განმავლობაში ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, მის წინააღმდეგ ზოგიერთი მედიასაშუალება მიზანმიმართულ შეურაცხმყოფელ კამპანიას ახორციელებდა.

"მთელი ამ წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ახორციელებთ ჩემ წინააღმდეგ შეურაცხყოფას, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეთ. ერთი ფაქტი ხომ შეგეძლოთ, წარმოგედგინათ, რომ ან მე ან ჩემი რომელიმე თანამშრომელი არის დანაშაულში მხილებული. ამ ხნის განმავლობაში, ჩემ წინააღმდეგ გაძლევდნენ ინფორმაციას, სისულელეები რომ აგეგორებინათ. შემდეგ მორბოდით ჩემთან, მაჩვენებდით, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ ჩემ წინააღმდეგ გაგეკეთებინათ სიუჟეტები  რაღაც მოგონილი თემებით. ამას აკეთებდით იმიტომ, რომ გუნდში არეულობა შემოგეტანათ. იმასაც ვიტყვი, რომ მეტი ჭკუა გვაქვს და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მომავლისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.