მოხდა ის, რისი მოლოდინიც იყო. ხელისუფლებას დღეს გაცხადებული აქვს თავისი დამოკიდებულება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ ხელისუფლებას ამოძრავებს შურისძიება.

"სააკაშვილის მიმართ ბუნებრივია, ხელისუფლებას ამოძრავებს თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ეს არის შურისძიება, პოლიტიკური მოტივებიც. ამაზე თავად საუბრობდნენ, როდესაც ამბობდნენ რომ მას არ დავაკავებდით თუ ის დამშვიდდებოდა, არ იქნებოდა ჩართული აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, მოხდა ის, რისი მოლოდინიც იყო. ხელისუფლებას დღეს გაცხადებული აქვს თავისი დამოკიდებულება, არ გაუშვებდა შანსს ხელიდან რომ კიდევ რაღაც დამატებით არ გაეკეთებინა. ჯანაშიას არც ჯარიმა არ უნდა დაკისრებოდა, არც არაფერი დანაშაული არ მიუძღვის", - განაცხადა გიგი წერეთელმა.