სამი პარალელით მიდის ეს საქმე: პირველი - საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე; დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისკენ სწრაფი სვლა - ამაში განიხილება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ საქართველო დააახლოოს რუსეთს და მესამე - უარის თქმა ევროკავშირსა და ევროინტეგრაციაზე, რაც რუსეთის ამოსავალი წერტილია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის მიზანი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებაა.

"ჩვენ ყველა ვწინასწარმეტყველებდით, მაგრამ მაინც შეცვლილია რეალობა და მტკივნეულად უნდა აღვიქვათ ეს, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოდის და ამბობს, რომ საქართველოსთან დაიწყო ახალი ეტაპი მოლაპარაკებების და ზუსტად იმ დღეს საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიდის. ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური დამთხვევა.

2012 წელს, როცა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი იქნებოდა, არაფორმალური ფორმატი, რომელიც ჟენევის ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად ჩაერთვებოდა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში, მაინც იცოდნენ ქართველი ხალხის განწყობა და ამ ფორმატს თვითონ ივანიშვილმა დაარქვა არაფორმალური. ამის შემდეგ, 2022 წლიდან ძალიან მძიმდება საქართველოს ე.წ. ხელისუფლების დამოკიდებულება ევროკავშირთან და ეს იყო ივანიშვილის დავალებით. რუსეთის რეალური პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ოკუპაციის გარდა არის საქართველოს მოქალაქეების პროევროპული განწყობის შემცირება და ეს დავალება ძალიან კონკრეტულად აღქმული და აყვანილია სხვა ხარისხში, ამის შემდეგ კი უკვე მივედით რუსეთთან ახალი დიპლომატიური ურთიერთობების გახსნაზე.

დღეს კობახიძემ რაც თქვა იყო ის, რომ ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთო. წინა ფორმატზე სტატუს-კვო იყო მაინც შენარჩუნებული და ახლა ეს განცხადება, რომ ყველაფერზე უნდა ისაუბრონ, ნიშნავს იმას, რომ ეს სტატუს-კვოც აღარაა შენარჩუნებული.

სამი პარალელით მიდის ეს საქმე: პირველი - საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე; დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისკენ სწრაფი სვლა - ამაში განიხილება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ საქართველო დააახლოოს რუსეთს და მესამე - უარის თქმა ევროკავშირსა და ევროინტეგრაციაზე, რაც რუსეთის ამოსავალი წერტილია.

ეს არაფორმალური ფორმატი - 2013 წლიდან, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან დაალაგებდა ურთიერთობას, ეს ნიშნავდა იმას, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის უკანა ეზო და დამოკიდებული უნდა ყოფილიყო მთლიანად რუსეთზე, მაგრამ ფაქტია, რომ  ამ 14-წლიანმა მოლაპარაკებების ჩარჩომ ვერაფერი ვერ გააკეთა, ანექსია გრძელდება,  ოკუპაცია ვერ მოგვარდა და ვითარება ისევ მძიმე რჩება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.