საქართველოსთვის ახალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენაა, რაც ამათ პირობებში რთულად წარმოსადგენია. იმისთვის, რომ ევროპასთან, ან ამერიკასთან დარეგულირდეს ურთიერთობები, საჭიროა პოლიტიკის რადიკალური შეცვლა, -  ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარი მიზნის აღსასრულებლად, რაც საქართველოს ავტორიტარულ რეჟიმად ქცევაა, ყველაფერს აკეთებს.

"რეალურად, ეს არის პირადად ივანიშვილის სისტემა, ივანიშვილი, როგორც ბიზნესმენი, ამას ასე უყურებს, რომ იყიდა, ჩაიბარა რაღაც საწარმო, რომელსაც ჰქვია საქართველო და თვლის, რომ  ერთგული მენეჯერების მეშვეობით უნდა მართოს, მაგრამ პოლიტიკაში თუნდაც დიქტატორი იყო და ცხადია, ივანიშვილი დიქტატორობს, არ არის საკმარისი, რომ დანიშნო ერთგული ვეზირები ყველგან, რაღაც გჭირდება, რომ საზოგადოებას რაღაც შესთავაზო, დაეყრდნო რაღაცას, გარდა ფულისა, ამიტომ, ხელოვნურად, დემოგოგიურად სპეკულირებდა ომის თემით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, გასაგებია ის, რომ ერთი გასაღებით ყველა კარს ვერ გააღებს.

მე ვთვლი, რომ რასაც ესენი აკეთებენ, საერთოდ არ არის პატრიოტიზმი და არ არიან პატრიოტები, მათი პატრიოტიზმი არის ბიძინასთვის ერთგულება, მაგრამ ხალხისთვის, სოციუმისთვის ნარატივი იყო, რომ ე.წ. "კოლექტიური ნაცები", რომელიც ასევე მათი გამოგონებაა, არიან დასავლეთის აგენტები. 

"ქართული ოცნება" ჯიუტად და თანმიმდევრულად მიდის დასახული მიზნისკენ, რაც არის საქართველოში სრულად ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, აქ კი "ზოგადი კანონზომიერება არის ის, რომ თუ გინდა მოიპოვო გამარჯვება ისეთ ავტორიტარულ ლიდერზე, რომელსაც მობილიზებული აქვს მედია, ადმინისტრაციული რესურსი და ასე შემდეგ, მასზე დიდი უპირატესობა უნდა მოიპოვო პოპულარობის თვალსაზრისით, რომ იძულებული გახდეს, დამარცხება აღიაროს. ისეთი რამ უნდა შესთავაზო საზოგადოებას, რაც მოსწონს საზოგადოების დიდ უმრავლესობას და ამ ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას შეესაბამება.

საქართველოსთვის ახალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენაა, რაც ამათ პირობებში რთულად წარმოსადგენია. იმისთვის, რომ ევროპასთან, ან ამერიკასთან დარეგულირდეს ურთიერთობები, საჭიროა პოლიტიკის რადიკალური შეცვლა", - განაცხადა გია ნოდიამ.