ვფიქრობ, რომ ეს პოლიტსაბჭო იყო აუცილებლად მოსაწვევი, მათ შორის იმ ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც ამოეწურა პარტიის მენეჯმენტს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მისაღებია, რომ იყოს ჰორიზონტალური ორგანო, რომელიც მეტწილად იქნება გარდამავალ პერიოდში დაკავებული პარტიის მენეჯმენტით.

"შეხვედრებში მონაწილეობას არაფერი წინ არ უდგას. მე ვერ გეტყვით ტექნიკურ დეტალებს, მაგრამ  ყრილობა იყო დასაგეგმი, ჩასატარებელი ძალიან სწრაფად, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტსაბჭო იყო აუცილებლად მოსაწვევი, მათ შორის იმ ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც ამოეწურა პარტიის მენეჯმენტს.

მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, არც თბილისში არ ვიმყოფებოდი, გუშინ ვესაუბრე ჩემს კოლეგებს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ყრილობა იქნება და საუბარი იმაზე, რომ იყოს ჰორიზონტალური ორგანო, რომელიც მეტწილად იქნება გარდამავალ პერიოდში დაკავებული პარტიის მენეჯმენტით, მე ვფიქრობ, ეს მისაღებია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" 30 ივლისს პოლიტსაბჭოს სხდომაა გაიმართა, სადაც ყრილობის თარიღსა და სხვა დეტალებზე იმსჯელეს. ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება.