ერთ ხმაში საუბრობს კობახიძე, ივანიშვილი, რეჟიმი და დუგინი, რომელიც ამბობს, რომ Deep State არის საქართველოში ქართველი ხალხის პროტესტის მმართველი. ეს არის რუსული სახელმძღვანელო, - ამის შესახებ "ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გაიაზროს საზოგადოებამ, რომ რეჟიმის დამხობა გადის შიდა აქტიურ პროცესებზე.

"რეპრესიული პოლიტიკა არ ეხება მხოლოდ აქტიურ ადამიანებს. გუშინ სააკაშვილს მიუსაჯეს 9 წელი, რაც სამარცხვინოა. ამ ქვეყანას არ ეღირსა ნორმალური სასამართლო სისტემა და ამ სასამართლოსთვისაც სამარცხვინოა ეს მანიპულაციური მეთოდები. 

ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სისტემა გადატყდეს და გავიაზროთ, რომ თავისუფლებისკენ გზა მართლაც გადის რეჟიმის დამხობაზე - ეს არის შიდა აქტიური პროცესი, ყველა ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რა სახის რეჟიმს ვებრძვით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიღაც არ მომწონს, ვიღაც - მომწონს და ვიღაცასთან ვიქნები, ვიღაცასთან - არაო. 

ერთ ხმაში საუბრობს კობახიძე, ივანიშვილი, რეჟიმი და დუგინი, რომელიც ამბობს, რომ Deep State არის საქართველოში ქართველი ხალხის პროტესტის მმართველი. ეს არის რუსული სახელმძღვანელო, რომელიც ძალიან კარგად დაიწერა ერთხელ.

ელჩებზე შეტევა, რუსული გზავნილების გაჟღერება - ეს ყველაფერი დამძიმდება კიდევ უფრო, თუ ჩვენ არ გვექნება ერთიანი შესაძლებლობით ფრონტის გახსნა, რაც გულისხმობს საინფორმაციო შეტევას და პროტესტის გაზრდას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.