სამწუხაროდ, კობახიძის არაადეკვატური განცხადებების გამო, ძალიან ბევრჯერ მოუწევთ ჩვენს დიპლომატიურ მისიებს თავის მართლება, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კობახიძე და "ქართული ოცნების“ გუნდი, იმტერებს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც არიან საქართველოს მეგობრები.

"სამწუხაროდ, კობახიძის არაადეკვატური განცხადებების გამო, ძალიან ბევრჯერ მოუწევთ ჩვენს დიპლომატიურ მისიებს თავის მართლება, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. არ არის ეს პირველი და არ იქნება უკანასკნელი, როდესაც კობახიძე და „ქართული ოცნების“ გუნდი, იმტერებს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც არიან საქართველოს მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მოლდოვა არის საქართველოს მხარდამჭერი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მოლდოვამ საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებული დაიბარა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლდოვამ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპულ ინტეგრაციასა და საარჩევნო პროცესის თემას.