აქციაზე 100 000-ობით ვართ და არ მივცეთ შესაძლებლობა ჩვენი მეგობრები მოგვტაცონ, არ მოვიქცეთ, როგორც “ცხვარი” - სწორედ ასე ფიქრობს ივანიშვილი ქართველ ხალხზე. მოვიქცეთ როგორც მგლები, თუ მოვიქცევით მგლებივით, აუცილებლად გავიმარჯვებთ, თან ძალიან მალე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს. 

"პუტინის საამებლად სცემენ ასე საჯაროდ, დასანახად, უმოწყალოდ ადამიანებს. რეალურად, ივანიშვილი არის მანიაკი, კაცთმოძულე, არაქრისტიანი და არაქართველი.

ჯგროდ მისდევენ ახალგაზრდებს, თავპირს ალეწავენ, სახის ძვლებს მიზანმიმართულად უმტვრევენ, ყველაზე მეტს ურტყამენ თავში, რომ მთელი ცხოვრება გაჰყვეთ ტრავმები!

9 ღამეა, მიზანმიმართულად, საჩვენებლად მოსკოვს აბარებენ პატაკს, რომ თბილისის ქუჩებში ნადირობენ ანტირუსულ აქციაზე გამოსულ ახალგაზრდებზე, მე-10 დღეა, პატაკი ბარდება მოსკოვს, რომ არ ინდობენ მსახიობებს, არასრულწლოვნებს, ქალებს, ორსულებს, საჯიშე ქართველებს. პირდაპირ ეთერში სთავაზობენ უყურონ ქართველებს როგორ უმოწყალოდ ასახიჩრებენ.

ყველა მონაწილე, ნიღბიანიც და უნიღბოც თანამონაწილეა გამოცხადებული სამშობლოს ღალატის და ვერანაირი “მაგრამ” და “თუ” ვერ უშველის, როგორც კი პუტინის მარიონეტული რეჟიმი წაიქცევა და აუცილებლად წაიქცევა", - წერს ხაბეიშვილი.