მეორე სხდომაა, სადაც კონკრეტულ სანქციებზე მიდის მსჯელობა. ვნახოთ, რას გამოივაჭრებს უნგრეთი, - ამის შესახებ "საქართველოს ევროპული ფასეულობების ინსტიტუტის" დამფუძნებელმა და დიპლომატმა მამუკა ჟღენტმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დასასანქცირებელთა სიაში არიან, როგორც ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები, ისე მოსამართლეები.

"მეორე სხდომაა, სადაც კონკრეტულ სანქციებზე მიდის მსჯელობა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ, რას გამოივაჭრებს უნგრეთი, იმიტომ, რომ თუ "ქართულ ოცნებას" კვლავ სჯერა, რომ უნგრეთი მათ საფლავში ჩაჰყვება, ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთზეც ბოლომდე ბლოკავდნენ, თუმცა ბოლოს ორბანმა რაღაცა გამოივაჭრა, შესაბამისად, იქნება კონკრეტული  გადაწყვეტილებები, ჩემი ინფორმაციით.

რაც შეეხება სიას, ჩემი ინფორმაციით, არიან პოლიტიკოსებიც, პირველ რიგში, ივანიშვილის უახლოესი ე.წ. გარემოცვა როგორც ძველი, ასევე ახალი. ის, ვინც დღეს ცოტა განყენებულია, არა მგონია, დარჩნენ პასუხისმგებლობის გარეშე, მაგრამ რაც ასევე საინტერესოა, გვარებს ვერ დავასახელებ ნამდვილად, მაგრამ არის კონკრეტულ მოსამართლეებზე საუბარიც", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.  

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში 15 ივლისს საქართველოს საკითხს განიხილავენ. არსებული ინფორმაციით, საქმე სანქციებს შეეხება.