ბრძოლის იმიტაცია არის ეს ე.წ. მემორანდუმი, არ ვაღიარებთ არანაირ საარჩევნო პროცესს ქვეყანაში, -  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ვერ თანხმდებოდნენ ვერაფერზე, ბოლო თვეების განმავლობაში შეთანხმდნენ იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას“ შეუქმნან ცრუ პროცესი და ხელი შეუწყონ ლეგიტიმაციის მიღებაში.

"ბრძოლის იმიტაცია არის ეს ე.წ. მემორანდუმი, ადამიანები, რომლებიც ვერ თანხმდებოდნენ ვერაფერზე, ბოლო თვეების განმავლობაში შეთანხმდნენ იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას“ შეუქმნან ცრუ პროცესი და ხელი შეუწყონ ლეგიტიმაციის მიღებაში. 

არ ვაღიარებთ არანაირ საარჩევნო პროცესს  ქვეყანაში, ვინაიდან, „ქართული ოცნების“ და იმ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რომელიც არის კრიმინალების მიერ დაკომპლექტებული, ჩატარებული არჩევნები, ვერანაირ ნდობას, ვერც პოლიტიკურ პარტიებში და ვერც საზოგადოებაში, ვერ მოიპოვებს", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

პარტიამ "გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.