ფსონი ივანიშვილის მხრიდან კეთდება აბსოლუტურად უსახურ ადამიანებზე. მაქსიმალური უსახურობის ხარისხია ახლა მისთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ხალხი გაჰყვეს ჯოჯოხეთურ ბრძოლაში, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მას ღარიბაშვილი აღარ სჭირდებოდა და ჩახსნა პროცესიდან.

"გადაწყვეტილებებს ასეთ დაპირისპირებებში - ვინ ვის აჯობებს, იღებს ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ,  თუ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მას ღარიბაშვილი აღარ სჭირდებოდა და ჩახსნა პროცესიდან, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ეს არ არის კობახიძის დამსახურება და ამ ბრძოლაში კობახიძე სუბიექტი არ არის. 

"ქართულ ოცნებაში" არავინ არ არის მეორე ნომერი, არის ერთი პირველი ნომერი - ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი არიან არაფერი, სრული არარაობები. იქ არავის არაფერი ეკითხება. 

ფსონი ივანიშვილის მხრიდან კეთდება აბსოლუტურად უსახურ ადამიანებზე. მაქსიმალური უსახურობის ხარისხია ახლა მისთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ხალხი გაჰყვეს იმ ჯოჯოხეთურ ბრძოლაში, რომელიც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოაწყობინოს ევროპასთან და დასავლურ სამყაროსთან, ამიტომ მე მგონია, ამ ვითარებაში ივანიშვილის არჩევანი არის მაქსიმალურად დაბალ ხარისხზე ინდივიდუალურობის", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.