მათ ვერ მოკლეს  "ნაციონალური მოძრაობის" იდეა - პატრიოტიზმის, წარმატებული ქართული სახელმწიფოს და იდეა ევროპული საქართველოს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ბრუტალური და რუსული სტილის კანონების მიღება მოუწია. 

"მათ ვერ მოკლეს  "ნაციონალური მოძრაობის" იდეა - პატრიოტიზმის, წარმატებული ქართული სახელმწიფოს და იდეა ევროპული საქართველოს, ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ ასეთი ბრუტალური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება რუსულ სტილში.

ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის განმხილველი არ არის და არც ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის. თავად ეს პროცესი კი აუცილებლად გასაჩივრდება ევროპულ სასამართლოში", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია "ნაციონალური მოძრაობის“, "კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.