“მდინარაძე არის ივანიშვილის შავი კასის მთავარი ხელმძღვანელი. მისი მეგობარი მოკლეს ფაქტობრივად და ერთი კომენტარიც არ გაუკეთებია, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ის საერთოდაც ესწრებოდა ე.წ “რაზბორკას” და ისიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მისი “პადელნიკი” ბიზნესმენების “დაკაჩავებისთვის” არის გოჩა ენუქიძე”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

“მდინარაძე არის ივანიშვილის შავი კასის მთავარი ხელმძღვანელი. მან უნდა მიუტანოს “ქეში” ივანიშვილს, ერთგულება უნდა იყიდოს ივანიშვილთან შავი ფულით და ის არის მთავარი, ვინც ესაუბრება ჩინოვნიკებს, ვის რამდენი აქვს მოსატანი. კალაძეზეც ის არის ამბის მიმტანი, “შპიონია” კალაძის ენით რომ ვთქვათ, მერობა უნდა ამ კაცს გულის სიღრმეში, შს მინისტრობაც შეეძლო, მაგრამ გეკა დანიშნა. მდინარაძის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც იარაღით დადიან ქალაქში, დედაქალაქშიც, ბათუმშიც განიხილება ეს თემები ყოველდღიურად. მისი მეგობარი მოკლეს ფაქტობრივად და ერთი კომენტარიც გინახავთ სადმე? ადამიანი ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, სად არის ათი დღეა, რომ არ გამოჩენილა. ან პოსტი დაეწერა ან შეწუხებულიყო რიჟვაძის ამბით, ან კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ რატომ არ აკეთებს? იმიტომ , რომ არსებობს ეჭვი, რომ ის საერთოდაც ესწრებოდა ე.წ “რაზბორკას” და ისიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მისი “პადელნიკი” ბიზნესმენების “დაკაჩავებისთვის” არის გოჩა ენუქიძე”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.