გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში მიხეილ ყაველაშვილის მონაწილეობას ეხმაურება.

"სირცხვილი! საწყალი საქართველო“, – წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.