მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, არ იყო პარტიული სტრუქტურის ხელმძღვანელი. პარტიას ჰყავდა გენერალური მდივანი და გენერალური მდივანი ახორციელებდა უფლებამოსილებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო მეთაური და თანამდებობის პირი გადაწყვეტილებას იღებს საკადრო საკითხზე, ის შეიძლება პარტიის წევრებსაც ეხებოდეს, მაგრამ არ იღებს გადაწყვეტილებას პარტიული კუთვნილების მიხედვით.

"საპარლამენტო კონტროლის ნაწილში, როგორც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური უმრავლესობის სახით, ბუნებრივია, საპარლამენტო კონტროლი ხორციელდებოდა.

მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, არ იყო პარტიული სტრუქტურის ხელმძღვანელი. პარტიას ჰყავდა გენერალური მდივანი და გენერალური მდივანი ახორციელებდა უფლებამოსილებას.

სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილებაში კონსტიტუციით შედიოდა სამართალდამცავი უწყებების ნომინირება და მთავრობაში წარდგენა. 

როდესაც სახელმწიფო მეთაური და თანამდებობის პირი გადაწყვეტილებას იღებს საკადრო საკითხზე, ის შეიძლება პარტიის წევრებსაც ეხებოდეს, მაგრამ არ იღებს გადაწყვეტილებას პარტიული კუთვნილების მიხედვით.

სახელმწიფოს და პარტიის გამიჯვნის პრინციპი ეს არის, რომ როდესაც პარტია წარადგენს საპარლამენტო სიას, მიიღებს ეს პარტია ამომრჩევლისგან ლეგიტიმაციას და დააკომპლექტებს მთავრობას, იქ პარტიის როლი გაჩერდა.

2007 წელს პრეზიდენტის ინიციატივა იყო საკონსტიტუციო ცვლილებების და მოსამართლეთა დანიშვნის უფლებამოსილება და სხვა უფლებამოსილებები სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც მითვისებული ჰქონდა კონსტიტუციით, ეს მოიხსნა და გადასცა სასამართლო ხელისუფლებას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.