მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რომელიც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე.

"მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რომელიც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.

აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე", - წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა ქადაგებისას ხელისუფლებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, "დღეს ხელისუფლება ურწმუნოა", და მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა.