განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა, თანამდებობა დატოვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" განუცხადეს, გადაწყვეტილება მან საკუთარი ნებით რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ეს უკვე მორიგი საკადრო ცვლილებაა შსს-ს სტრუქტურაში – ცოტა ხნის წინ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა ზვიად ხარაზიშვილმაც, მეტსახელად "ხარება". მისი შემცვლელი გახდა რომან ქარცივაძე.

ცნობისთვის, როგორც ლაგაზაური, ისე ხარაზიშვილი სანქცირებულ პირთა სიაში არიან მოხვედრილი.

სანქცირებული პირები, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობა:

ვახტანგ გომელაური

სანქცია: აშშ + დიდი ბრიტანეთი
დასანქცირდა: 2024 წლის აპრილი
გადაადგა: 2024 წლის 28 მაისი
შალვა ბედოიძე

სანქცია: დიდი ბრიტანეთი
დასანქცირდა: 2024 წლის აპრილი
გადაადგა: 2024 წლის აპრილში (შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან)
კოკა კაციტაძე

სანქცია: დიდი ბრიტანეთი
დასანქცირდა: 2024 წლის აპრილი
შეწყვიტა საქმიანობა: 2024 წლის მაისი (სპეც. საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ)
გიორგი გაბიტაშვილი

სანქცია: დიდი ბრიტანეთი
დასანქცირდა: 2024 წლის აპრილი
დაკავებული პოსტი პოსტი: 2024 წლის 4 ივნისი (გენ. პროკურორიდან გადაყვანა აუდიტის სამსახურში)
მილერი ლაგაზაური

სანქცია: აშშ + დიდი ბრიტანეთი
დასანქცირდა: 2024 წლის აპრილი
გადაადგა: 2025 წლის ივლისში (გდდ-ს დირექტორის მოადგილის პოსტიდან)
მირზა კეზევაძე

სანქცია: აშშ (Global Magnitsky) + დიდი ბრიტანეთი
დასანქცირდა: 2024 წლის 19 დეკემბერს (დიდი ბრიტანეთი — დაწესდა 2025 წლის 10 აპრილს)
გადაადგა: 6 ივლისს დადასტურდა, რომ პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს (გდდ-ს დირექტორის მოადგილის პოსტიდან)