ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, მათ მხარეს არის მხოლოდ სპეცრაზმი და მხოლოდ ამის იმედად არიან ისინი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, აქციაზე ბევრი ადამიანი იყოს და მოქალაქეებს სამსახურიდან ერთდღიანი შვებულების აღებას სთხოვს.

"მინდა გთხოვოთ, რომ სამსახურებიდან ეს ერთი დღე შვებულება აიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ იმისთვის, რომ დავიცვათ კონსტიტუცია. ჩვენ ვხედავთ, რომ კონსტიტუციის სრული უარყოფით და დარღვევით "ქართული ოცნება" რუსული დუმის შეკრებას აპირებს. 

ჩვენ მხარესაა კონსტიტუცია და სიმართლე. ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, მათ მხარეს არის მხოლოდ სპეცრაზმი და მხოლოდ ამის იმედად არიან ისინი. ამიტომ, ჩვენი სიმართლე ძალაშია, ვაპირებთ დავიძრათ აბსოლუტურად მშვიდობიანად", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დედაქალაქში საპროტესტო აქცია იწყება. სხვადასხვა ადგილას შეკრებილი ოპოზიციური პარტიები, სტუდენტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პროტესტის მთავარ ცენტრთან – პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან.