ეს ბრძოლა არის შავ-თეთრი. ახლა დემოკრატიულმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს ოლიგარქიულ რეჟიმზე, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ფაქტობრივი ძალაუფლება 100%-ით არის რეჟიმის ხელში.

"ეს ბრძოლა არის შავ-თეთრი. ახლა დემოკრატიულმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს ოლიგარქიულ რეჟიმზე იმისთვის, რომ შემდეგ რაიმე ტიპის დემოკრატიული ჩარჩო შეიქმნას. 

რასაკვირველია, პანაცეა არ არის ერთიანი პლატფორმიდან პოზიციონირება, მაგრამ აქ პრობლემის სათავე არის იმაში, რომ ფაქტობრივი ძალაუფლება 100%-ით არის რეჟიმის ხელში. 

ჩვენ შიშველი ხელებით მათ ვერ ვერევით, შიშველი ხელებით რასაც ვახერხებთ არის ის, რომ ჩვენს საერთაშორისო კონსოლიდაცია მოვახდინეთ სრული. ასეთი ერთობა საერთაშორისო თანამეგობრობის საქართველოსთან მიმართებით ჯერ არ ყოფილა", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.