ოთარ ფარცხალაძის საქართველოში მოვლინება არის მავნე გავლენების ოპერაციის ნაწილი და ბუნებრივია, რომ ფარცხალაძე აქ იმყოფება კონკრეტული დავალებითა და ამოცანით, - ამის შესახებ "დროას" პოლიტიკური საბჭოს და კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას შეეცდება.

"ოთარ ფარცხალაძე არის რუსეთის სპეცსამსახურების დადასტურებული აგენტი და ის დასანქცირდება ამერიკის მიერ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მავნე გავლენის ოპერაციების ორგანიზებისთვის.

არჩევნებში რომ რუსეთი ეცდება "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ნაბიჯების გადადგმას, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" და ივანიშვილი არის რუსეთის მოკავშირე და  წარმომადგენელი. 

ოთარ ფარცხალაძის საქართველოში მოვლინება არის მავნე გავლენების ოპერაციის ნაწილი და ბუნებრივია, რომ ფარცხალაძე აქ იმყოფება კონკრეტული დავალებითა და ამოცანით", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

 


 

 


  გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თბილისში იმყოფება.