პოლიტიკური პარტიები ვსაუბრობთ სხვადასხვა კონფიგურაციებზე, მათ შორის ერთიანობაზე, ბრძოლის სტრატეგიაზე, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება პარტიის გეგმებს აუცილებლად შეიტყობს.

"პოლიტიკური პარტიები ვსაუბრობთ სხვადასხვა კონფიგურაციებზე, მათ შორის ერთიანობაზე, ბრძოლის სტრატეგიაზე, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, ასევე გვაქვს კონსულტაციები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და საბოლოო ჯამში, ჩვენს მკაფიო პოზიციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენს ხალხს ეცოდინება ჩვენი გეგმების შესახებ, მაგრამ ამავე დროს, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენი ხალხის მოთხოვნა არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.