პრობლემა ისაა, აგრესიულ და პროვოკატორ რუსს ყოველთვის რომ უფრო მეტად აქვს ჩვენი პოლიციის იმედი, ვიდრე საქართველოს მშვიდობიან, წესიერ მოქალაქეს , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წერილში წერს.

მისივე თქმით, პრობლემა არა რუსების თავგასულობა, არამედ სახელმწიფოს და ხალხის დამოკიდებულებაა საკუთარი ხალხისადმი.

"სწორედ თელავის პოლიცია იყო, ლავროვის შვილის ქორწილის გამო, აქტივისტებს რომ დაერია. ფიზიკურადაც კი მომიწია პოლიციის უფროსისგან აქციის მონაწილეების დაცვა.

ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არაა, ეს მუდმივად ასე იქნება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულებაა საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების, საკუთარი კანონებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პრობლემა ისაა, აგრესიულ და პროვოკატორ რუსს ყოველთვის რომ უფრო მეტად აქვს ჩვენი პოლიციის იმედი, ვიდრე საქართველოს მშვიდობიან, წესიერ მოქალაქეს. სწორედ ეს არის შესაცვლელი“, - წერს ელენე ხოშტარია.