გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მისივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).