რაც უფრო ემატება რაფაელს რეიტინგი, მით მეტად მლანძღავენ მისი მტრები მე. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ან ყველა ერთად დავამარცხებთ ბოროტებას, ან მსოფლიოს მომავალი არ აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

ლევან ხაბეიშვილს მიუსაჯეს 2 წელი და 6 თვე საერთოდ არაფრისთვის! თუმცა ყველა პოლიტპატიმარი ციხეში ზის არაფრისთვის.

მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ლევანს და ვუთხრა ის, მე და ყველა ვინც იბრძვის, ვიმყოფებით მსოფლიო ცივილიზაციური ბრძოლის წინა ხაზზე. ეს არის გლობალური ბრძოლა ცინიზმს და იდეალიზმს, თავისუფლებას და დიქტატურის, მაფიოზური სახელმწიფოს და სახალხო მმართველობას, სინათლის და სიბნელის შორის.

ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ვადევნებ რა თვალყურს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც ჩემი ახლო მეგობარი და ძალიან მაგარი ფრანგი და ევროპელი პოლიტიკოსი რაფაელ გულქსმანი ებრძვის პრო-პუტინური ლეპენის პარტიის და ულტრა მემარცხენეების წარმომადგენლებს.

სწორედ ამ უკანასკნელებმა სცადეს ნაციონალურ ასამბლეაში ივანიშვილის დამგმობი რეზოლუციის დაბლოკვა, სწორედ ისინი მეძახიან საფრანგეთის ტელეარხებზე მე დიქტატორს და ომის გამჩაღებელს. ზუსტად როგორც რუსები და ქოცები. რაც უფრო ემატება რაფაელს რეიტინგი, მით მეტად მლანძღავენ მისი მტრები მე.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ან ყველა ერთად დავამარცხებთ ბოროტებას, ან მსოფლიოს მომავალი არ აქვს.

ვუსურვებ ჩემს ძმას რაფაელს ზუსტად ერთ წელიწადში საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევას. VIVE LA FRANCE!" - წერს სააკაშვილი.