როცა თბილისში ჩატარდება შეხვედრები, „ქართული ოცნება“ მაშინ უფრო მეტს გამოივაჭრებს, ე. წ. გამოვაჭრებას, რასაც ისინი ცდილობენ, - ამის შესახებ ‘’კოალიცია ცვლილებებისთვის’’ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

"თითქოს მოლაპარაკებებს შედეგი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არა მინსკში, არამედ მოსკოვსა და თბილისში და ეს არის შემდეგ ეტაპზე გადასვლა, იმის გამართლების მოსაპოვებლად, რომ თბილისში ჩატარებული მსგავსი შეხვედრები უფრო პროდუქტიული იქნება, ვინაიდან ეს საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და საქართველო არის მასპინძელი. როცა თბილისში ჩატარდება შეხვედრები, „ქართული ოცნება“ მაშინ უფრო მეტს გამოივაჭრებს, ე. წ. გამოვაჭრებას, რასაც ისინი ცდილობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოებას აჩვენონ, რომ ამ მოლაპარაკებებს თბილისის ტერიტორიაზე აზრი აქვს და თუნდაც ის რაღაც ორი ბოთლი ღვინო, რომელიც აღარ იყიდება რუსეთში, დაუბრუნდეს რუსულ ბაზარს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.