მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის, 7 წლის ბავშვის ცხედარი ამოასვენეს.

გოგონა მაშველების მიერ გადარჩენილი 3 წლის ბავშვის დაა. მათი დედა აფეთქების შედეგად დაიღუპა.

შს მინისტრის სულხან თამაზაშვილის თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

დაღუპულებს შორის სამი ქალი, ერთი მამაკაცი და ორი ბავშვია.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა ოთხი ადამიანი.