რუბიო და არც ვენსი არ ყოფილა საქართველოში და არც იქნებიან, სანამ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ანტიამერიკული განწყობებით, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთი ხდება რეგიონში ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა დაკავშირებადობის გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

"რუბიოს ვიზიტი სომხეთში უკვე არის მეორე ოფიციალური, ძალიან მაღალი რანგის ვიზიტი. ეს, ცხადია, ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ინტერესი არის რეგიონში ძალიან მაღალი და ეს არ ეხება მარტო სომხეთს, ეს ეხება მთლიან რეგიონს, აზერბაიჯანს და საქართველოსაც.

ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს არანაირი პოლიტიკა და შესაბამისად, რუბიო და არც ვენსი არ ყოფილა საქართველოში და არც იქნებიან, სანამ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ანტიამერიკული განწყობებით.

სომხეთი ხდება რეგიონში ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა დაკავშირებადობის გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ეს პირდაპირ აისახება სომეხ ხალხზე, მათ უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, მაგრამ "ქართული ოცნება" ქმნის დაბრკოლებას, როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის, რომ რეგიონში იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანში ოფიციალური ვიზიტით 26 მაისს ჩავა.