რუსეთ-უკრაინის ომით არავის ისე არ უხეირია, როგორც "ქართული ოცნების" რეჟიმს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ რეფორმები გაეგრძელებინათ და ევროპაში წასულიყვნენ, იზოლაცია არჩიეს და იქცნენ რუსეთის უკანა ეზოს გასასვლელად.

"რუსეთ-უკრაინის ომით არავის ისე არ უხეირია, როგორც "ქართული ოცნების" რეჟიმს იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, რომ რეფორმები გაეგრძელებინათ და ევროპაში წასულიყვნენ, იზოლაცია არჩიეს და იქცნენ რუსეთის უკანა ეზოს გასასვლელად. აქედან მოპოვებულ ფულზე დგას ის "ელიტები", რომლებიც დღეს შემოსავლებს იღებენ, ეს იქნება დეველოპმენტის თვალსაზრისით, თუ სხვა კუთხით. ეს ადამიანები ივანიშვილს ჰყავს გამოჭერილი იმით, რომ მათ აქვთ წვდომა ამ რესურსებზე. 

მე ეჭვი მეპარება, რომ ის დეპუტატები, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ საერთოდ არ უნდათ ევროპაში წასვლა, ეს ყველაფერი, სინამდვილეში, არის სიცრუე. ნებისმიერი საფრთხისას ისინი დასავლეთში გარბიან და იქ ეძებენ თავშესაფარს, ეს ხომ ყველამ კარგად იცის და დასავლეთის სანქციები კი, რა თქმა უნდა, ივანიშვილის და მის გუნდს ასუსტებს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.