შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული მ.ც. და 1991 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.

მათ ბრალი ედებათ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნახევარ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი“, 100 გრამი "კლეფედრონი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.