საქართველოში განათლების ის სისტემაც კი რომელიც აქამდე იყო, ინგრევა, მივიღებთ უსასტიკეს შედეგებს, - ამის შესახებ ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. რეფორმის არანაირი სამომავლო ხედვა არ აქვს "ქართულ ოცნებას".

"საქართველოში განათლების ის სისტემაც კი, რომელიც აქამდე იყო, ინგრევა. მივიღებთ უსასტიკეს შედეგებს იმიტომ, რომ არანაირი ხედვა ბოლოდროინდელი "რეფორმების" მომგონ ადამიანებს არ აქვთ, თუ როგორი იქნება საქართველოში წლების შემდეგ მდგომარეობა და ასე შემდეგ. 

ამ ე.წ. რეფორმის მთავარი მიზანი იყო ილიას უნივერსიტეტის განადგურება. ეს არის უნივერსიტეტი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ნამდვილად ავტონომიური, სადაც თავისუფლად ირჩევენ ლექტორებს და აკომპლექტებენ აკადემიურ საბჭოს. ეს, რასაკვირველია, შეუძლებელია, ავტოკრატიულ სისტემაში არსებობდეს, ამიტომაც ეს უნივერსიტეტი პრობლემას წარმოადგენს ამ რეჟიმისთვის", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.