ეს არის სომხეთის ხელისუფლების ბრძოლა "კაგებეს" და რუსული სპეცსამსახურების გავლენებთან. ამ ბრძოლაში ძალიან მყარი პოზიციები გააჩნია ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის თავმჯდომარემ გიორგი ტუმასიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი თავისი პროპაგანდისტების მეშვეობით ცდილობს, დაიცვას საკუთარი აგენტურული ქსელი სომხურ ეკლესიაში.

"დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რუსეთი თავისი პროპაგანდისტების მეშვეობით, მათ შორის მარგარიტა სიმონიანი უკვე აქტიურად ერევა ამ პროცესებში, ცდილობს სომხური საზოგადოების ტრავმებზე ზემოქმედებას იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი აგენტურული ქსელი სომხურ ეკლესიაში, ისევე როგორც ოპოზიციასა და კიდევ რიგ სისტემაში. ეს, რა თქმა უნდა, არის სომხეთის ხელისუფლების ბრძოლა კაგებეს და რუსული სპეცსამსახურების გავლენებთან. ამ ბრძოლაში ძალიან მყარი პოზიციები გააჩნია ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას", - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-ის რეზიდენციის ტერიტორიაზე,

მორწმუნეები სამართალდამცველებს მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დაკავების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმი იყო შესული. ცოტა ხნის შემდეგ კი პოლიციამ და სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანმა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადება გადაწყვეტა.