რუსების აწყვეტილ “ტურიზმს” მოჰყვება პროვოკატორების ინფილტრაცია და მათ მიერ ამაზრზენი დებოშები, რომელსაც ინფორმაციულად გაჰყიდიან თვითონ რუსები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.

"ქართველი ბიჭის დაკავებასთან ერთად, ადმინისტრაციული წესით უნდა დაეკავებინათ და იზოლატორში გაემწესებინათ/დაეჯარიმებინათ დებოშიორებიც, თუმცა, რუსი, თავხედი ტურისტების დასჯას როგორ გაბედავს მხდალი ანტიქართული ოცნება.

ქართველი ქალების დასჯა, ციხეში ჩაყრა და გაშიშვლება უფრო მარტივია.

ასევე, ამ ქოც ტროლებს ხმა არ ამოუღიათ რუსეთის ყველაზე მკაცრ კოლონიაში, მორდოვეთის ციხეში მყოფ მამუკა გაწერელიაზე. არც ერთხელ გამოქომაგებიან ქართველ მოხალისეს, რომელიც უმძიმეს პირობებში იმყოფება.

რუსების აწყვეტილ “ტურიზმს” მოჰყვება პროვოკატორების ინფილტრაცია და მათ მიერ ამაზრზენი დებოშები, რომელსაც ინფორმაციულად გაჰყიდიან თვითონ რუსები", - წერს დეკანოიძე.