სამხედრო სარდლობასთან ფრონტზე არსებულ ვითარებასა და არმიის ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ხანგრძლივი მოლაპარაკებები გაიმართა. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ხვალ არის მოსალოდნელი, რაც უკრაინის შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, კვირა დღე სამხედრო ლიდერებთან ძალიან ხანგრძლივი და დეტალური საუბრების დღე აღმოჩნდა, კერძოდ, დისკუსია ფოკუსირებული იყო ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და დამცველებისთვის ყველა საჭიროების უზრუნველყოფაზე.

"დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და დეტალური საუბრები მეთაურებთან. ასევე განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, ყველა მიმართულებით. ასევე ყურადღება გავამახვილეთ როგორც ჩვენს ხელთ არსებულ, ასევე ჩვენი პარტნიორების მიერ მოწოდებულ მარაგებზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ შეხვედრების შედეგად, უკვე ჩამოყალიბდა მომდევნო დღეების მკაფიო სამოქმედო გეგმა.

"ხვალ მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინას სჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.