საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

“მივდივარ რუსთაველზე არქიმანდრიტ დოროთეს მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად!

საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!

არასოდეს დავიჯერებ, პატრიარქი ეთანხმებოდეს უსამართლობას!”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.