არ დაიჯეროთ, რომ თქვენს შვილებს თქვენი დღევანდელი პრივილეგირებული პოზიციები ხვალ დაიცავს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ყველას ბედზე აისახება. 

"არ დაიჯეროთ, რომ თქვენს შვილებს თქვენი დღევანდელი პრივილეგირებული პოზიციები ხვალ დაიცავს. ისინიც ისწავლიან ერთ სამინისტროს მიერ შექმნილ კომისიის შედგენილ სახელმძღვანელოთი, იმათაც შეეზღუდებათ საზღვარგარეთ უმაღლესში სწავლა (რუსეთი თუ არ არის მათი იდეალი)… ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ყველას ბედზე აისახება”, - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

2026 წლიდან, საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება, რის შემდეგაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. კერძო უნივერსიტეტებს კი 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა.