საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება.

სალომე ზურაბიშვილის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა ზურაბიშვილის ახალ ოფისში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დაკავებული აქტივისტების საქმეები და ახალი ინიციირებული კანონები იქნება.

შეხვედრაზე იმყოფებიან საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, რუმინეთის, ლიეტუვის და ესტონეთის დიპლომატები.