დღეს დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება, აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი თავისთავად არ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება აღარ არის დაცული, - ამის შესახებ  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა. 

მისივე თქმით, ელჩებთან ერთ-ერთი გზავნილი იყო ისიც, რომ ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას და საჭიროა ახალი არჩევნები.

"დღეს მე მივიღე ევროკავშირის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები. მათთან ერთად იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ წარდგენილი ე.წ. პარლამენტში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთ-ერთი თემა ის იყო, რომ დღეს დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება, აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი თავისთავად არ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება აღარ არის დაცული. საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება გაგრძელდეს რამე პოლიტიკური წარმონაქმნი წარმოუდგენელია, სანამ არ დაინიშნება არჩევნები. ეს იყო გზავნილი ამ ელჩებისთვის, რომ დღეს საჭიროა, განახლებული იყოს ზეწოლა პარტნიორებისგან ივანიშვილის რუსული ყაიდის რეჟიმზე, რომ დაინიშნოს არჩევნები.

ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას და ეს იყო ჩვენი მეორე გზავნილი. 

მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული კანონებია მიღებული. არც საგარეო პოლიტიკა არსებობს, ასევე, ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკა და აქაც გვაქვს ვითომ პოლიტიკა, რომ ვითომ მილიარდები უნდა შემოვიდეს. ეს არის ქვეყანა, სადაც არ არსებობს პოლიტიკა და ვინც ითხოვს ხოლმე პრეზიდენტისგან, პოლიტიკოსებისგან, რომ აბა, რა გეგმები გაქვთო, ეს არის აბსურდული კითხვები. ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, სადაც შეიძლება მხოლოდ ბრძოლა. ეს ბრძოლა გაშლილია ყველა ფრონტზე. ეს იყო პარტნიორების ჩვენთან მოსვლის ერთ-ერთი გზავნილი. აღფრთოვანებული არიან ჩვენი საზოგადოების. 

ბრძოლა გრძელდება ყველგან. ჩემი ბრძოლა გუშინ ვაშინგტონში, ხვალ მიუნხენში, პარიზში, სადაც შეიძლება, მიხვიდე რომ სთხოვო, რომ უფრო ნათელი იყოს ამ რეჟიმის კვალიფიკაცია.

შეიძლება, ეს რეპრესიები შეეხოს თავდაცვის სამინისტროს. მე მინდა, მივმართო ჩვენს სამხედრო ძალებს, რომ მე ბოლომდე მათ გვერდით ვიქნები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.