თბილისში, გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში 2 ადამიანი მოკლეს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ცოლ-ქმარი სავაჭრო ცენტრ "საბაში" იყო დასაქმებული.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.