ბიძინასთვის არ არსებობს სახელმწიფო, არსებობს მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი ინტერესი. მისთვის არ არსებობს ვაჟა-ფშაველა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს. 

მისივე თქმით, სამარცხვინო ანტიჰუმანური და ანტიქართული რეჟიმი უნდა დამთავრდეს. 

"სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, სხვასთან საერთო ინტერესების პოვნის ხარჯზე, საკუთარი ქვეყნის გაძლიერებას და არა პირიქით. სუვერენიტეტის დაკარგვა სხვა არაფერია თუ არა საკუთარ სახელმწიფოზე უარის თქმა. თუმცა, დღეს ეს ხდება კონკრეტული მიზეზით: ბიძინასთვის არ არსებობს სახელმწიფო, არსებობს მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი ინტერესი. მისთვის არ არსებობს ვაჟა-ფშაველა. ყველა ის ღირებულება და სიქველე, რაც გვისწავლია, საძულველია ივანიშვილისთვის! სწორედ ამიტომ საქართველოს სტუმარი, აფგან სადიგოვი ბიძინა ივანიშვილმა გადასცა იმ ქვეყანას, საიდან გამოხიზნულსაც თავშესაფრად საქართველო ეგულებოდა.

სამარცხვინო ანტიჰუმანური და ანტიქართული რეჟიმი უნდა დამთავრდეს! ბოლომდე!“ , - წერს ელენე ხოშტარია.