“ქართულ ოცნებას” ახასიათებდა კონსტიტუციური ანტურაჟის შექმნა, ფორმალური წესების დაცვა, თითქოს, რაღაც კანონს არ არღვევდნენ და ამაზე ალეპირებდნენ, თუმცა, რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ პარლამენტის პირველი შეკრება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება კანონიერად, - ამის შესახებ“ჩემი ხმა ევროკავშირს” წევრმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ფორმალურ უკანონობასთან აქვს საქმე და დემოკრატია, ადამიანის უფლებები, არჩევნები არის ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტშია მითითებული.

“როგორც ცნობილია, “ქართულ ოცნებას” ახასიათებდა კონსტიტუციური ანტურაჟის შექმნა, ფორმალური წესების დაცვა, თითქოს, რაღაც კანონს არ არღვევდნენ და ამაზე ალეპირებდნენ, თუმცა, რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ პარლამენტის პირველი შეკრება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება კანონიერად, კონსტიტუციურად, იმ პირობებში, როდესაც ეს საკითხი პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრებმა მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვენ არაკონსტიტუციურად ცნობას არჩევნების შედეგებისა. სანამ ეს პროცედურები დასრულდება, დაუშვებელია, რომ რაიმე სხდომა გაიმართოს და უფლებამოსილების ცნობა მოხდეს. საქართველოს ფორმალურ უკანონობასთან აქვს საქმე და დემოკრატია, ადამიანის უფლებები, არჩევნები არის ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტშია მითითებული. როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ენიჭება, პირიქით, მეტად უკეთესობისკენ მიდის, თუმცა საქართველოში პირიქით ხდება”, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

დღეს, 12:00 საათზე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრება, რადგან მათი განცხადებით, ეს პარლამენტი არალეგიტიმურია და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.