საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს ხალხოო! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს ხალხოო! და დანარჩენი ვინც უნდა ის მობრუნდეს", - წერს სააკაშვილი.

საქართველოში ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მეორედ მოხდა, თბილისი და სხვა დიდი ქალაქები ისევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, შეფერხება შეეხო მეტროს და წყალმომარაგებას.