საქართველო ივანიშვილების საოჯახო მძევალი სათამაშოა, ეს ყველაზე რბილი შეფასებაა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, სულ მალე ბიძინა ივანიშვილი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე მოხვდება.

"ის, რაც ახლა ხდება ქვეყნის თავს, ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პოლიტიკური პარტიების გენოციდური დევნა ქვეყანაში - ამას გეუბნებით, როგორც იურისტი და ვისაც ეს არ გჯერათ, აღდგომა და ხვალო - გათენდება და ნახავთ, სად ვიხილავთ ამ ე.წ. საოცარი დემოკრატიის მშენებლებს.

საქართველო ივანიშვილების საოჯახო მძევალი სათამაშოა - ეს კი ყველაზე რბილი შეფასებაა. მე მსოფლიო პოლიტოლოგიაში არ მახსენდება ეპიზოდები, სადაც პოლიტიკური პარტიების ჯგუფი ითხოვდა სხვა პოლიტიკური პარტიების გაუქმებას და დაჭერას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.