გერმანიაში ჩვენი ელჩის დანიშვნას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი პეტერ ფიშერთან არის დაკავშირებული. ვიდრე ის აქ არის, არც რწმუნებათა სიგელის გადაცემა იქნება და ვებგვერდსაც არ ჩაასწორებენ, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ეს მთლიანად პეტერ ფიშერის ფაქტორია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ პირადი ზიზღი აქვს“.

"მისი დამოკიდებულება პირადულშია გადასული. ჩემი აზრით, მას პირობა აქვს წაყენებული, რომ ვიდრე აქ არის, საქართველოს მიმართ არანაირი ცვლილება არ იქნება. საქართველოს რომ დატოვებს, ვნახოთ, უცებ ვებგვერდი შემთხვევით ხომ არ შესწორდება და  ხომ არ ჩაიწერება სიმართლე. დეზინფორმაციაზე პეტერ ფიშერი საუბრობს და გურმანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი პირდაპირ დეზინფორმაციას ავრცელებს. დღეებს ვითვლით, დაგვტოვებს და ვნახოთ, როგორ იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.