შემდეგი ეტაპი, რასაც შეიძლება, ჩვენ ველოდოთ, არის, უკვე ღიად დაიწყოს საუბარი "ქართულმა ოცნებამ" დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე რუსეთთან, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან  რუსული ნაბიჯები იდგმება.

"ქართული ოცნება" პირდაპირ კარნახით მოქმედებს რუსული კრემლიდან, ამიტომ, იქ ჩასვლაც იყო იმ დიდი გეოპოლიტიკის ნაწილი, რასაც "ქართული ოცნება" დღეს უკვე ღიად აცხადებს და ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ რუსეთი იწონებს ამ ნაბიჯებს, ვინაიდან რუსეთის და კრემლის დაგეგმილია სწორედ ის ნაბიჯები, რასაც "ქართული ოცნება" დგამს.

"ქართული ოცნების" მხრიდან არის რუსული ნაბიჯები, რუსული მეთოდის, რუსული კარნახით, ამიტომ შემდეგი ეტაპი, რასაც შეიძლება, ჩვენ ველოდოთ, არის, უკვე ღიად დაიწყოს საუბარი "ქართულმა ოცნებამ" დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე რუსეთთან", - განაცხადა გიორგი  ბუტიკაშვილმა.