შეუძლებელია, საკუთარ ხალხს ვინმემ მოუგოს ბრძოლა, მით უმეტეს ისეთმა ხელისუფლებამ, როგორიც ჩვენ გვყავს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ერთი წლის მანძილზე ქართველი ხალხი ვერ დაამარცხა რეჟიმმა.

"ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც კიდევ ერთხელ შეიკრიბა ქართველი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად იმიტომ, რომ ქართველი ხალხის იდენტობა არის ევროპული. არ არსებობს არანაირი სივრცე, სადაც საქართველოს ექნება ღირსეული არსებობის შანსი, თუ არა ევროპული ცივილიზაციისა, სხვა გზა არ არსებობს. ქართველმა ხალხმა გამოიჩინა გმირობა, როდესაც პოლიტიკური პარტიები ფორმაში ვერ ვიყავით, თვითდაორგანიზებით სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა და დღეს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაში პროცესები მიდის, როდესაც სამოქალაქო დარაზმულობით ერთი წელია, გრძელდება პროტესტი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამ ერთ წელში ხელისუფლებამ გაიმარჯვა, ტყუილია. შეუძლებელია, საკუთარ ხალხს ვინმემ მოუგოს ბრძოლა, მით უმეტეს ისეთმა ხელისუფლებამ, როგორიც ჩვენ გვყავს.

მადლობა ყველას. ნებისმიერი თქვენგანი იმსახურებთ, რომ მე ვიდგე ქვემოთ და თქვენ მოგვმართავდეთ აქედან. გამარჯვება ქართველ ხალხს", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.