ამ რეჟიმის მოქმედებების და პოლიტიკის გამო, ძალიან დიდ ფასს იხდის საქართველო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" თავს ესხმის პარტნიორებს.

"ამ რეჟიმის მოქმედებების და პოლიტიკის გამო, ძალიან დიდ ფასს იხდის საქართველო. შეწყვეტილია საქართველოს ევროინტეგრაცია და მაშინ, როცა ჩვენ მოლაპარაკებებს უნდა ვხსნიდეთ და უნდა გვქონდეს ქვეთავი და ვემზადებოდეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ჩვენ გვყავს ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურად ესხმიან თავს საკუთარ პარტნიორებს, იმ ქვეყნებს, რომლებიც 30 წელზე მეტია, საქართველოს მხარს უჭერს იმისთვის, რომ ქვეყანა და სახელმწიფო აშენდეს. 

ქართველი ხალხისთვის უკვე არეულია, ვინაა მეგობარი და ვინ მტერი. ჩვენ ვკარგავთ არა მარტო თანხებს, არამედ მომენტუმს, რომელიც არის უნიკალური, ასეთი საშუალება საქართველოს არასდროს ექნებოდა, რომ არა სწორედ უკრაინელების თავგანწირვა.

ჩვენ მარტოები არ ვართ ამ ომში, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან იზოლირებულები და ქართველი ხალხი გაცილებით უფრო დიდი ომის წინაშეა და ამ ომში უნდა გავძლოთ", - განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.