განწყობა მაქვს ძალიან პოზიტიური, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაინც მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ საფრთხე ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ნიშნავს უარს დამოუკიდებლობისთვის.

"განწყობა მაქვს ძალიან პოზიტიური, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაინც მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ საფრთხე ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის წინაშე, რადგან დღეს, კიდევ ერთხელ, რომ მოვუსმინე ამ ადამიანებს, თავზე ხელაღებული პირები არიან, რომლებიც მზად არიან, რომ თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერზე წავიდნენ. 26 ოქტომბერს არის რეფერენდუმი, რა ტიპის ქვეყანაში გვინდა ცხოვრება.

მინდა მივუსამძიმრო ქეთევან თურაზაშვილს, მართლაც უმძიმესი ფაქტი მოხდა, კაცი რა მდგომარეობაში ჩააგდეს, საოლქო საარჩევნო კომისიაში ყოფილა ძალიან მძიმე ვითარება და გული გაუსკდა ადამიანს. ამ გარემოში ვცხოვრობთ, რადგან, როგორც ვთქვი სიტუაცია არის მძიმე და არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ გარანტირებულად ვამარცხებთ "ქართულ ოცნებას" და არ უნდა შევანელოთ ადამიანების სურვილი, რომ მივიდნენ არჩევნებზე, რადგან გადამწყვეტია თითოეული ხმა. "ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ნიშნავს უარს დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.